კრემლთან მდებარე ჭიდან სამთავრობო კავშირისთვის განკუთვნილი სადენი მოიპარეს
კრემლთან მდებარე ჭიდან სამთავრობო კავშირისთვის განკუთვნილი სადენი მოიპარეს

მოსკოვში, კრემლთან მდებარე ჭიდან სამთავრობო კავშირისთვის განკუთვნილი სადენი მოიპარეს. ამის შესახებ ინფორმაციას მოსკოვის პოლიციაში ადასტურებენ.

როგორც ისინი ამბობენ, პოლიციაში 25 მარტს მოქალაქე მივიდა, რომელმაც სამართალდამცველებს მომხდარის შესახებ შეატყობინა.

უცნობმა პირებმა სამთავრობო კავშირისთვის განკუთვნილი სადენის ნაწილი მოჭრეს და წაიღეს.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.