კრემლში ვლადიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპისგან ვლადიმერ პუტინის დაბადების დღის მილოცვები არ მიუღიათ
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებს ვლადიმერ პუტინისთვის დაბადების დღე არ მიულოცავთ ან რაღაც შეფერხებასთან აქვთ საქმე.
„დღის ბოლომდე, მილოცვებს შორის არ მინახავს არანაირი გზავნილი ტრამპისგან ან ზელენსკისგან. ისინი ან არ არის, შესაძლოა, გვიან მოვიდეს ან საერთოდ არ მოვიდეს,“ – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
გუშინ, 7 ოქტომბერს ვლადიმერ პუტინის დაბადების დღე იყო. ის 67 წლის გახდა.