კრემლში რუსეთის პრეზიდენტსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. რუსული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი ავრცელებს.
პესკოვის თქმით, მხარეები უკრაინის გარშემო არსებულ ვითარებას განიხილავენ.
რუსული მედიის ცნობით, ვლადიმერ პუტინი ნაფტალი ბენეტს მიმდინარე კვირას ტელეფონით ესაუბრა და მას კონფლიქტის მოგვარების პირობებთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის პოზიცია გააცნო, მათ შორის უკრაინის დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაციასთან დაკავშირებით.