კრემლში რუსეთის პრეზიდენტისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრის შეხვედრა მიმდინარეობს.
როგორც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვიქტორ ორბანს უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოსკოვის წინადადებას გააცნობს, ასევე ელოდება უნგრეთის გეგმის დეტალებსაც.
„კეთილი იყოს თქვენი ჩამოსვლა რუსეთში, მოსკოვში. გვესმის, რომ ამჯერად ჩამოსული ხართ არა მხოლოდ როგორც ჩვენი დიდი ხნის პარტნიორი, არამედ როგორც ევროკავშირის საბჭოში თავმჯდომარე ქვეყანა“, – მიმართა პუტინმა ორბანს.
როგორც რუსული მედია წერს, ორბანმა პუტინთან შეხვედრას განსაკუთრებული უწოდა.
ვიქტორ ორბანი რუსეთის დედაქალაქში დღეს ჩავიდა. მოსკოვში მისი შესაძლო ვიზიტის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა, რასაც ევროპული ინსტიტუტების ხელმძღვანელთა მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.