კრემლში რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის დაწყებისას ლუკაშენკომ და პუტინმა ბელარუსსა და რუსეთს შორის საერთაშორისო არენაზე და ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის შედეგებზე ისაუბრეს.
ალექსანდრ ლუკაშენკო მოსკოვში მონაწილეობას მიიღებს სამოკავშირეო სახელმწიფოს უმაღლესი საბჭოს სხდომაში, რომელიც 6 აპრილს გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პეკსოვმა განაცხადა, რომ მოსკოვში შეხვედრისას ლუკაშენკომ და პუტინმა, შესაძლოა, განიხილონ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ბელარუსის ინიციატივა.