კრემლში მიიჩნევენ, რომ რუსეთის ან სხვა სახელმწიფოს მიერ ბელარუს ოპოზიციონერებთან დიალოგი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა იქნება
კრემლში მიიჩნევენ, რომ რუსეთის ან სხვა სახელმწიფოს მიერ ბელარუს ოპოზიციონერებთან დიალოგი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა იქნება

კრემლში მიიჩნევენ, რომ რუსეთის ან სხვა სახელმწიფოს მიერ ბელარუს ოპოზიციონერებთან დიალოგის გამართვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა იქნება. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„მიგვაჩნია, რომ, უპირველეს ყოვლისა, დიალოგი ბელარუსის შიგნით უნდა გაიმართოს“, – განაცხადა პესკოვმა.

ვლადიმერ პუტინის პრესმდივანის თქმით, რუსეთი ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებულ სიტუაციაში ჩარევას არ აპირებს. მან ბელარუსში მიმდინარე მოვლენებზე გარე ზეწოლას დაუშვებელი უწოდა.

ამასთან, კრემლის პრესმდივანმა განაცხადა, რომ რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტებს ერთმანეთთან მჭიდრო სატელეფონო კონტაქტი აქვთ.