კრემლში „კოვიდ 19“-ის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
ინფორმაციას „სიენენი“ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერზე, დიმიტრი პესკოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
„სიენენის“ ინფორმაციით, საუბარია რამდენიმე შემთხვევაზე, თუმცა პესკოვი მხოლოდ ერთს ადასტურებს.
პესკოვის თქმით, ეპიდემიოლოგებმა ყველა ზომას უკვე მიმართეს, ჩატარდა დეზინფექცია.
პრეზიდენტის პრესსპიკერის განმარტებით, ვლადიმერ პუტინს დაინფიცირებულთან კონტაქტი არ ჰქონია.