კრემლში იმედოვნებენ, რომ ვლადიმერ პუტინი რეჯეფ თაიფ ერდოღანს ყაზანში, BRICS-ის სამიტზე შეხვდება
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პუტინის თურქეთში ვიზიტს ორივე მხარე ელოდება. თუმცა ვიზიტის მომზადების დეტალებს პესკოვი არ ამჟღავნებს.
მისივე თქმით, კრემლი იმედოვნებს, რომ ვლადიმერ პუტინი თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ყაზანში, BRICS-ის სამიტზე შეხვდება, რომელიც 22-24 ოქტომბერს გაიმართება.
„ვიზიტი მაშინ გაიმართება, როცა სამზადისი დასრულდება. მზადება დიდი ხანია, მიმდინარეობს. ეს არის ვიზიტი, რომელსაც ორივე ქვეყანაში ელოდებიან“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.