კრემლში ევრაზიული ეკონომიკური საბჭოს ლიდერების საიუბილეო სხდომა მიმდინარეობს
კრემლში ევრაზიული ეკონომიკური საბჭოს ლიდერების საიუბილეო სხდომა მიმდინარეობს.
სამიტი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის შეთანხმების გაფორმების ათი წლისთავს ეძღვნება.
თავდაპირველად, სხდომა ვიწრო წრეში დაიწყო. მასში მონაწილეობდნენ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების – რუსეთის, ბელარუსის, სომხეთის, ყირგიზეთის, ყაზახეთის ლიდერები.
მოგვიანებით მათ შეუერთდნენ დამკვირვებელი სახელმწიფოების ლიდერები – კუბისა და უზბეკეთის პრეზიდენტები და მოლაპარაკებები გაფართოებული შემადგენლობით გაგრძელდა.