კრემლში ადასტურებენ, რომ ვლადიმერ პუტინი თურქეთში ჩასვლას აპირებს
კრემლში ადასტურებენ, რომ ვლადიმერ პუტინი თურქეთში ჩასვლას აპირებს

კრემლში დაადასტურეს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თურქეთში ჩასვლას აპირებს.

როგორც „ინტერფაქსს“ პუტინის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განუცხადა, რუსეთის პრეზიდენტი თურქეთში რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიწვევით აპირებს გამგზავრებას, თუმცა ვიზიტის ზუსტი დრო უცნობია.

რუსეთისა და თურქეთის ლიდერები ბოლოს 2022 წლის ივლისში შეხვდნენ ერთმანეთს.