კრემლში აცხადებენ, რომ ვლადიმერ პუტინი ანტონიუ გუტერეშთან პირისპირ შეხვედრას დათანხმდა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გაერო-ს გენერალურ მდივან ანტონიუ გუტერეშთან პირისპირ შეხვედრას დათანხმდა. ის გუტერეშს მოსკოვში 26 აპრილს უმასპინძლებს.
ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი ადასტურებს.
უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებთან ცალ-ცალკე პირისპირ აუდიენციის მოთხოვნით, ოფიციალური წერილი გუტერეშმა ორი ქვეყნის წარმომადგენლებს 19 აპრილს გადასცა.