კრემლში აცხადებენ, რომ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანება რუსეთის უსაფრთხოებას ემუქრება და მოსკოვი საპასუხო ზომებს მიიღებს
კრემლში აცხადებენ, რომ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანება რუსეთის უსაფრთხოებას ემუქრება და მოსკოვი საპასუხო ზომებს მიიღებს.
ამის შესახებ განცხადება რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, შვედეთის ნატო-ში შესვლას ცალსახად ნეგატიური შედეგი მოჰყვება რუსეთისთვის. პესკოვი ამბობს, რომ საპასუხოდ რუსეთი მიიღებს ზომებს, რომლებიც იქნება ანალოგიური იმ ნაბიჯებისა, რომლებიც იგეგმება ფინეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების უკვე დამდგარი ფაქტის კონტექსტში.