კრემლში აცხადებენ, რომ რუსეთში ვენესუელის პრეზიდენტის ვიზიტი იგეგმება
რუსეთში ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს ვიზიტი იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა მედიასთან საუბრისას დაადასტურა.
პესკოვის თქმით, მადუროს რუსეთში ვიზიტი მომზადების ეტაპზეა, მიმდინარეობს ვადების შეთანხმება.
„დიახ, ვიზიტი მზადდება, ვიზიტის მომზადების ნამდვილად მაღალი დონეა. მიმდინარეობს ვადების ბოლო შეთანხმება, რომლებიც შეთავსებული იქნება როგორც მადუროს, ისე პუტინის გრაფიკთან“, – განაცხადა პესკოვმა.
რუსეთი ნიკოლას მადუროს მთავრობის მოკავშირეა.