კრემლში აცხადებენ, რომ რუსეთს მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთს მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია.
„არავითარი განცხადება ამასთან დაკავშირებით არ გაგვიკეთებია”, – აცხადებს პესკოვი.
მანამდე თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ის და პუტინი მარცვლეულის დერეფნის მუშაობის ვადების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით ერთ აზრზე არიან.
13 ივლისს ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის შეთანხმებით მიცემული დაპირებები არ სრულდება.
„შეასრულონ შეთანხმების რუსული პირობები და ჩვენ მაშინვე შევუერთდებით მას“, – განაცხადა პუტინმა და აღნიშნა, რომ იფიქრებს, თუ როგორ მოიქცეს მარცვლეულის შეთანხმებასთან დაკავშირებით, რომლის ვადაც 17 ივლისს იწურება.