კრემლში განაცხადეს, რომ პუტინის თურქეთში ვიზიტი მზადების პროცესშია. ამის შესახებ განცხადება რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა გააკეთა.
მისივე თქმით, პუტინის თურქეთში ვიზიტის თარიღი მედიას დროულად ეცოდინება.
„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ, ნამდვილად, რუსეთ-თურქეთის უმაღლეს დონეზე კონტაქტები დღის წესრიგშია და ისინი მზადდება. როგორც კი პრეზიდენტები საბოლოოდ შეათანხმებენ ვიზიტის თარიღს, ჩვენ მედიას ამ ინფორმაციას მივაწვდით“, – განაცხადა პესკოვმა.
მანამდე თურქულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თურქეთის ხელისუფლება პუტინის ვიზიტს 17 თებერვალს ელოდება.