კრემლში აცხადებენ, რომ ალან გაგლოევის კორონავირუსით ინფიცირების გამო, ვლადიმერ პუტინთან მისი დღევანდელი შეხვედრა გადაიდო
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პრეზიდენტის, ალან გაგლოევის კორონავირუსით ინფიცირების გამო დღეს ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილი მისი შეხვედრა გადაიდო. შესაბამის ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტის პრესსმდივანი დიმიტრი პესკოვი ავრცელებს.
კრემლის წარმომადგენლის ცნობით, მოლაპარაკებები უფრო გვიანი ვადისთვის გადაიდო.
„მიღებულია გადაწყვეტილება, უფრო გვიანი ვადისთვის გადაიდოს ოთხშაბათს სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტთან, გაგლოევთან დაგეგმილი მოლაპარაკებები. სამწუხაროდ, „კოვიდ-19“-ის მისი ტესტი დადებითი აღმოჩნდა“, – აღნიშნა პესკოვმა.