კრემლმა დასავლეთი გააფრთხილა, რომ უკრაინისთვის რუსეთის ტერიტორიაზე დასავლური რაკეტებით დარტყმის უფლების მიცემა მოსკოვისგან საპასუხო რეაქციას გამოიწვევს
კრემლმა დასავლეთი გააფრთხილა, რომ უკრაინისთვის დასავლური შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმის უფლების მიცემა გააღრმავებს აშშ-ისა და ევროპის პირდაპირ ჩართულობას ომში და მოსკოვის მხრიდან საპასუხო რეაქციას გამოიწვევს.
ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ისაუბრა.
„ჩვენი პასუხი იქნება შესაბამისი. ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპული ქვეყნების ჩართულობა უკრაინის კონფლიქტში პირდაპირია და ყოველი ახალი ნაბიჯი ზრდის ამ ჩართულობის ხარისხს“, – განაცხადა პესკოვმა.