კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტთან „მარცვლეულის შეთანხმების“ შესახებ სატელეფონო საუბარი გამართა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტთან, კირილ რამფოსასთან „მარცვლეულის შეთანხმების“ შესახებ სატელეფონო საუბარი გამართა, ამის შესახებ „სიენენი“ წერს.
„რამაფოსასთან საუბრისას პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთ-გაერო-ს შესაბამისი მემორანდუმით გათვალისწინებული ვალდებულებები რუსული საკვებისა და სასუქების ექსპორტისთვის დაბრკოლებების აღმოფხვრის შესახებ კვლავ შეუსრულებელი რჩება.
უფრო მეტიც, შეთანხმების მთავარი მიზანი, კერძოდ მარცვლეულის მიწოდება გაჭირვებული ქვეყნებისთვის, მათ შორის აფრიკის კონტინენტის ქვეყნებისთვის, არ განხორციელებულა“, – ნათქვამია კრემლის განცხადებაში.
შეგახსენებთ, შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება თურქეთისა და გაერო-ს შუამავლობით 2022 წლის ივლისში გაფორმდა, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო და დაბლოკა მისი პორტები, რამაც გამოიწვია გლობალური შიმშილის შიში. შეთანხმების მომხრეები ამბობენ, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მსოფლიოში შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლა, რადგან უკრაინა მარცვლეულის ერთ-ერთი წამყვანი ექსპორტიორია.