კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას ხაზი გაუსვა მონტროს კონვენციის შენარჩუნების მნიშვნელობას
კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას ხაზი გაუსვა მონტროს კონვენციის შენარჩუნების მნიშვნელობას

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას მონტროს კონვენციის შენარჩუნების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

კრემლის ინფორმაციით, თურქეთის გეგმის ფონზე, რომელიც სტამბოლის ახალი არხის აშენებას ითვალისწინებს, რუსულმა მხარემ აქცენტი გააკეთა შავი ზღვის სრუტეების ამჟამინდელი რეჟიმის შენარჩუნების მნიშვნელობაზე, მონტროს 1936 წლის კონვენციის დებულებების შესაბამისად რეგიონალური სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.

რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა ასევე განიხილეს რუსული ვაქცინის, „სპუტნიკის“ მიწოდების და შესაძლო ერთობლივი წარმოების საკითხი. ვლადიმერ პუტინმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს უთხრა, რომ რუსეთი შეშფოთებულია უკრაინის ხელისუფლების პროვოკაციული მოქმედებებით.

რუსეთის პრეზიდენტმა თურქ კოლეგას კრიზისის მოგვარების გეგმა გააცნო.