კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დანაყოფებს და რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედროებს ბახმუტის აღება მიულოცა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დანაყოფებსა და რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედროებს ბახმუტის აღება მიულოცა.
ამის შესახებ ნათქვამია კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც კრემლის განცხადებაშია აღნიშნული, პუტინმა მიულოცა „ვაგნერის“ რაზმებს, ასევე რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედროებს ბახმუტის „გათავისუფლების ოპერაციის დასრულება“. დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტს რუსეთის ხელისუფლება „არტიომოვსკის“ სახელით მოიხსენიებს.