კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრა სოჭში 4 სექტემბერს გაიმართება
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სოჭში 4 სექტემბერს თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან მოლაპარაკებებს გამართავს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განუცხადა.
„მოლაპარაკებები გაიმართება ორშაბათს, სოჭში“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
ამასთან, მედიის ცნობით, თურქეთის მთავრობის ადმინისტრაციაში რეჯეფ თაიფ ერდოღანის სოჭში ვიზიტის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ, თუმცა ზუსტ თარიღს არ ასახელებენ.
როგორც მედია იუწყება, მოსალოდნელია, რომ შეხვედრაზე თურქეთისა და რუსეთის ლიდერები გაერო-ს მიერ მხარდაჭერილი „შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენის საკითხს განიხილავენ. ასევე, განიხილავენ ბუნებრივი აირის იაფ მიწოდებაზე წვდომას.
„მარცვლეულის შეთანხმების“ დასრულების შემდეგ თურქეთისა და რუსეთის ლიდერებს შორის ეს პირველი შეხვედრა იქნება. თურქეთის პრეზიდენტი ბოლოს რუსეთს ერთი წლის წინ ეწვია. შეხვედრა სოჭში 2022 წლის 5 აგვისტოს გაიმართა.