კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი მზადაა, უკრაინული პორტებიდან ხორბლის დაუბრკოლებლად ექსპორტის ფასილიტაციაში თურქეთთან ერთად ჩაერთოს
ვლადიმერ პუტინი მზადაა, უკრაინული პორტებიდან ხორბლის დაუბრკოლებლად ექსპორტის ფასილიტაციაში თურქეთთან ერთად ჩაერთოს. ამის შესახებ ნათქვამია კრემლის ინფორმაციაში, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და თურქეთის ლიდერ რეჯეფ ტაიფ ერდოღანის სატელეფონო საუბრის შემდეგ გამოაქვეყნეს.
„უკრაინაში შექმნილი სიტუაციაზე დისკუსიის დროს ყურადღება გამახვილდა შავ და აზოვის ზღვაში უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფაზე და ორივე ზღვაში ნაღმების საფრთხის აღმოფხვრაზე“, – ნათქვამია კრემლის ინფორმაციაში.
ამასთან, კრემლში ამტკიცებენ, რომ ვლადიმირ პუტინმა მზადყოფნა გამოთქვა, თურქ პარტნიორებთან ერთად მოახდინოს ზღვით სურსათის დაბრკოლებების გარეშე ტრანზიტის ფასილიტაცია.
„ეს ეხება ასევე უკრაინის პორტებიდან ხორბლის ექსპორტსაც“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, პუტინმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ „რუსეთს სანქციებს თუ მოუხსნიან, მოსკოვს შეუძლია სასუქებისა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციის დიდი რაოდენობის ექსპორტი“.