კრემლი ვლადიმერ პუტინისა და ჯო ბაიდენის ონლაინ შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
კრემლი რუსეთისა და აშშ-ს პრეზიდენტების ონლაინ შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
კრემლის ინფორმაციით, ჯო ბაიდენთან საუბრის დროს ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი სერიოზულად არის დაინტერესებული უსაფრთხოების იურიდიულად დაფიქსირებული საიმედო გარანტიების მიღებით, რაც „ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოებას გამორიცხავს“.
განცხადების თანახმად, საუბრის დროს ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ ნატო რუსეთის საზღვრებთან თავის სამხედრო პოტენციალს აძლიერებს და უკრაინის ტერიტორიის ასათვისებლად სახიფათო მცდელობებს ახორციელებს.
„ამიტომ, რუსეთი სერიოზულად დაინტერესებულია სანდო, იურიდიულად დაფიქსირებული გარანტიების მოპოვებით, რომელიც გამორიცხავს ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოებას და შეტევითი შეიარაღების სისტემების რუსეთის მიმდებარე ქვეყნებში განთავსებას“, – აღნიშნულია კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.