კრემლი - ვლადიმერ პუტინი მიესალმება „ბრიქსის“ მონაწილეების ძალისხმევას უკრაინის კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით
კრემლი - ვლადიმერ პუტინი მიესალმება „ბრიქსის“ მონაწილეების ძალისხმევას უკრაინის კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მიესალმება ყაზანში მიმდინარე „ბრიქსის“ სამიტის მონაწილეების ძალისხმევას უკრაინის კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით.

რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ბევრი ქვეყანა ნამდვილად გამოხატავს სურვილს, უფრო აქტიურად შეუწყოს ხელი დარეგულირების პროცესს, გამოხატავს მზადყოფნას, იყოს შუამავალი, რასაც რუსეთის პრეზიდენტი, როგორც ყოველთვის, მიესალმება“, – განაცხადა პესკოვმა.

კრემლის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის თემა აქტიურად განიხილებოდა „ბრიქსის“ სამიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრების დროს.