კრემლი ალექსეი ნავალნის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადებას ეხმაურება
კრემლი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის მიერ საპრეზიდენტო არჩევნების ბოიკოტირებას ეხმაურება. მათი თქმით, გამოკვლევას საჭიროებს, არის თუ არა ნავალნის მოწოდება კანონიერი.
ნავალნის მიერ არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადება რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას მოჰყვა. კომისიამ ოპოზიციონერის კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის არ დაარეგისტრირა. მიზეზად კი მისი ნასამართლეობა დაასახელა. ნავალნი ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
რუსეთის ცესკომ ალექსეი ნავალნის პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი ორშაბათს უთხრა.
როგორც რუსეთის ცესკო-ს თავმჯდომარემ, ელა პამფილოვამ განაცხადა, პრეზიდენტობის კანდიდატად ნავალნის წარდგენა კანონის ფარგლებში მოხდა, თუმცა ის ვერ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, რადგან ნასამართლევია.
კომისიის წევრების თქმით, რუსული კანონმდებლობით, პირის პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაცია ნასამართლობის მოხსნიდან 10 წლის განმავლობაში დაუშვებელია. ამავე მიზეზით, ცესკო-მ რეგისტრაციაში არ გაატარა ჟურნალისტი ოლეგ ლირიეც.
რუსეთის ცესკო-მ ასევე არჩევნებში მონაწილეობაზე უარი უთხრა ბიზნესმენ სერგი პოლონსკის. კომისიაში განმარტეს, რომ მან კანდიდატად წარდგენის პროცედურა დაარღვია.
რუსეთის პრეზიდენტობის პირველი კანდიდატი, რომელიც ცესკო-მ დაარეგისტრირა, ვალდიმერ ჟირინოვსკია.
საპრეზიდენტო კანდიდატად უკვე ოფიციალურად დაასახელეს ვლადიმერ პუტინი. წარდგენას თავად პუტინი არ დასწრებია. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, ამის მიზეზი მისი დატვირთული დღის წესრიგია.
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 18 მარტს გაიმართება.