კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
უკრაინის პოლტავის ოლქში, კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე რუსეთის ძალების მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
დაშავებულია 59 ადამიანი, მათგან 25 ჰოსპიტალიზებულია. მონაცემებს პოლტავის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დმიტრი ლინინი და საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
ორი სარაკეტო დარტყმა კემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე რუსეთის ძალებმა 27 ივნისს მიიტანეს. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, საჰაერო განგაშის გამოცხადებისას ცენტრში მყოფი მოქალაქეების დიდმა ნაწილმა შენობის დატოვება მოასწრო.