უელსის საფეხბურთო ასოციაციამ ოფიციალურად გამოაცხადა ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელად კრეიგ ბელამის დანიშვნის შესახებ.
44 წლის სპეციალისტმა 2028 წლის ზაფხულამდე გააფორმა კონტრაქტი.
„ჩემთვის უდიდესი პატივია საკუთარი ქვეყნის ნაკრების გაწვრთნის შესაძლებლობა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ჩემს კარიერაში. ჩემთვის ყოველთვის იყო ოცნება, გავმხდარიყავი უელსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი და მზად ვარ, მივიღო ეს გამოწვევა“, – განაცხადა ბელამიმ.
კრეიგ ბელამი პირველად იმუშავებს ასეთ დონეზე თავის სამწვრთნელო კარიერაში. ადრე ის „ბარნლის“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტი და მოვალეობის შემსრულებელი იყო, ასევე ხელმძღვანელობდა „ანდერლეხტის“ ახალგაზრდულ გუნდს.
ფეხბურთელობის პერიოდში ბელამი 1998-2013 წლებში თამაშობდა უელსის ნაკრებში. ჯამში, მან 78 მატჩი ჩაატარა და 19 გოლი გაიტანა.