ყატარი 2022 | რობ პეიჯმა უელსის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
ყატარი 2022 | რობ პეიჯმა უელსის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT

უელსის ეროვნული გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე 1958 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობ პეიჯმა ის 26 ფეხბურთელი შეარჩია, რომელიც ყატარში უელსის ღირსებას დაიცავს. ნაკრების შემადგენლობაში, რა თქმა უნდა, არიან გარეთ ბეილი და აარონ რემზი.

უელსის ნაკრები

მეკარეები: უეინ ჰენესი (ნოტინგემი), დენი უორდი (ლესტერი), ადამ დევისი (შეფილდ იუნაიტედი).

მცველები: ბენ დევისი (ტოტენჰემი), ბენ კაბანგო (სუონსი სიტი), ტომ ლუქერი (ლუტონი), ჯო როდონი (რენი), კრის მეფემი (ბორნმუთი), ეთან ამპადუ (სპეცია), კრის განტერი (უიმბლდონი), ნეკო უილიამსი (ნოტინგემი), კონორ რობერტსი (ბარნლი).

ნახევარმცველები: სორბა თომასი (ჰადერსფილდი), ჯო ალენი (სუონსი სიტი), მეთიუ სმითი (დონსი), დილან ლევიტი (დანდი იუნაიტედი), ჰარი უილსონი (ფულემი), ჯო მორელი (პორტსმუთი), ჯონი უილიამსი (სუონდონი), აარონ რემზი (ნიცა), რუბინ ქოლვილი (კარდიფი).

თავდამსხმელები: გარეთ ბეილი (ლოს ანჯელესი), კიფერ მური (ბორნმუთი), მარკ ჰარისი (კარდიფი), ბრენან ჯონსონი (ნოტინგემი), დენ ჯეიმსი (ფულემი).