გარეტ ბეილი - უელსის მოგების შემთხვევაში უკრაინას ბოდიშს არ მოვუხდი #1TVSPORT
გარეტ ბეილი - უელსის მოგების შემთხვევაში უკრაინას ბოდიშს არ მოვუხდი #1TVSPORT

უელსის ნაკრების კაპიტანმა გარეტ ბეილმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი პლეი ოფის ფინალის წინ კომენტარი გააკეთა. უელსი შინ მიიღებს უკრაინას.

„როგორ საშინლადაც არ უნდა ჟღერდეს. არ მოვიხდი ბოდიშს, თუ შევძლებთ უკრაინის დამარცხებას. ეს ფეხბურთია. და ეს არის ტურნირი, რომელზე მოხვედრა ჩვენც გვინდა. მსოფლიოში ყველა უთანაგრძნობს უკრაინას. ეს სპორტია, რომელიც ყველას აერთიანებს. გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს უკრაინისთვის, მაგრამ ჩვენ გვინდა მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა.

ჩვენ თანავუგრძნობთ უკრაინელ ხალხს. მაგრამ კვირას მატჩი გველოდება. ჩვენ მოგება გვინდა. მხოლოდ ერთხელ გვითამაშია მსოფლიოს ჩემპიონატზე. ეს არის ყველაზე მაღალი საფეხური და ძალიან მოვინდომებთ, რათა მიზანს მივაღწიოთ“, – მოჰყავს ბეილის სიტყვები Sky Sports-ს.

უელსისა და უკრაინის მატჩი 5 ივნისს კარდიფში გაიმართება. დასაწყისი თბილისის დროით 20 საათზეა.