U20 | 6 ერის ზაფხულის სერიები - უმცროსმა ბორჯღალოსნებმა უელსს პირველი ტაიმი დამაჯერებლად მოუგეს, მაგრამ მატჩი მცირე სხვაობით დათმეს [ვიდეო] #1TVSPORT
U20 | 6 ერის ზაფხულის სერიები - უმცროსმა ბორჯღალოსნებმა უელსს პირველი ტაიმი დამაჯერებლად მოუგეს, მაგრამ მატჩი მცირე სხვაობით დათმეს [ვიდეო] #1TVSPORT

ექვსი ერის 20-წლამდელთა ზაფხულის სერიების მეორე მატჩში უმცროსი ბორჯღალოსნები უელსს შეერკინენ. ჩვენი ნაკრები მოწოდების სიმაღლეზე იყო და მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი სარაგბო ქვეყნის ეროვნულ გუნდს პირველ ნახევარში დამაჯერებელი ანგარიშით მოუგო.

პირველ ტაიმში უმცროსმა ბორჯღალოსნებმა (მაისურაძემ, შვანგირაძემ და კერვალიშვილმა) ძლიერ მეტოქეს სამი ლელო დაუდეს, ჩვენმა ნაკრებმა გარდასახვებიც ზუსტად შეასრულა და შესვენებაზე მნიშვნელოვანი უპირატესობით გავიდა – 21:13.

მატჩის მეორე ნახევარში უელსელებმა თამაში შემოაბრუნეს და მალევე დაწინაურდნენ – სამი ლელო, სამი ზუსტად შესრულებული გარდასხვა და ერთი ჯარიმა (30:21 უელსის სასარგებლოდ). 78-ე წუთზე ხუციშვილმა ჯარიმით სამი ქულა შეგვმატა და სხვაობა შეამცირა – 30:24.

დასანანი მარცხის მიუხედავად, უმცროსმა ბორჯღალოსნება შესანიშნავად ითამაშეს და ფავორიტ გუნდთან მინიმალური სხვაობით დამარცხდნენ.