ვანში „კოვიდ-19“-ით ​ოჯახის ოთხი წევრია ინფიცირებული
ვანში „კოვიდ-19“-ით ​ოჯახის ოთხი წევრია ინფიცირებული

„კოვიდ-19“ ვანში ​კორონავირუსით ინფიცირებული პირების ოჯახის კიდევ ერთ წევრს დაუდასტურდა.

კორონავირუსით ინფიცირებული ახალგაზრდა ქალია.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ვანის სამმართველოს უფროსის, გიგა ბუაძის ინფორმაციით, პაციენტი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება.

ამავე კლინიკაში იმყოფება მისი ოჯახის სამი ინფიცირებული წევრი – დედა, მამა და მეუღლე.