„კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე დაკავებულ ოთხივე პირს პატიმრობა შეეფარდა
„კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე დაკავებულ ოთხივე პირს პატიმრობა შეეფარდა

„კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე დაკავებულ ოთხივე პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.

შეგახსენებთ, სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ჯამში 7 პირი დააკავა. გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული პირებიდან ოთხმა ბრალდებულმა, 350 ევროს სანაცვლოდ შემდგომი გამოყენებისათვის, საქართველოს მოქალაქეს დაუმზადა და გადასცა „ფაიზერის“ ვაქცინით აცრის დამადასტურებელი ყალბი საბუთი, ხოლო სამმა პირმა 400 ლარის სანაცვლოდ შემდგომი გამოყენებისათვის, საქართველოს მოქალაქეს დაუმზადა და გადასცა „სინოფარმის“ ვაქცინით აცრის დამადასტურებელი ყალბი საბუთი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.