„კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ღონისძიებების ეფექტიანობის მხრივ საქართველო 183 ქვეყანას შორის პირველ ათეულშია
ოქსფორდის უნივერსიტეტის განახლებული მონაცემებით, „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ღონისძიებების ეფექტიანობის მხრივ საქართველო 183 ქვეყანას შორის პირველ ათეულშია. ინფორმაციას ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი ავრცელებს.
ცენტრის ცნობით, ინგლისის ოქსფორდის უნივერსიტეტი ყოველდღიურად აქვეყნებს განახლებულ მონაცემებს ქვეყნების რეიტინგს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო სამთავრობო საპასუხო ღონისძიებების ეფექტიანობის თაობაზე.
„შეფასება კომპლექსურია და ეფუძნება სულ 19 ინდიკატორს, რომლებიც შეიძლება დაჯგუფდეს: სამთავრობო პოლიტიკის, ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკისა (მათ შორის მოქალაქეთა შემოსავლებზე ზრუნვა და სხვა) და უშუალოდ ჯანდაცვის სისტემის პოლიტიკის ინდიკატორებად (ტესტირება, პაციენტთა ნაკადების მართვა, ვაქცინაცია და სხვა).
ა.წ. 15 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს 183 ქვეყანას შორის უკავია მე-10-11 ადგილი (საბერძნეთთან ერთად) და ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებიდან ჩვენზე წინ არიან მხოლოდ გერმანია, ირლანდია და იტალია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
საქართველოს COVID-19-ის საწინააღმდეგო ღონისძიებების ეფექტიანობის
კიდევ ერთი აღიარება
ინგლისის ოქსფორდის უნივერსიტეტი…
Posted by ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი/Infectious Diseases and AIDS Center on პარასკევი, 15 იანვარი, 2021