კოვიდ 19-ის პრევენციის გამო, ნიუ ორკსა და ლოს ანჯელესში ყველა ბარი და რესტორანი დაიხურა
კოვიდ 19-ის გავრცელების პრევენციის გამო, ნიუ ორკში ყველა ბარი და რესტორანი დაიხურა. განცხადება ქალაქის მერმა, ბილ დე ბლასიომ გააკეთა.
“ერთი კვირის წინ ჩვენი ცხოვრების ასე შეცვლა წარმოუდგენელი იყო. ვიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელსაც სხვა შემთხვევაში ალბათ არასდროს მივიღებდით. ღამის კლუბები, თეატრები, საკონცერტო დარბაზები დროებით უნდა დაიხუროს”,- განაცხადა ქალაქის მერმა.
ყველა ბარი და რესტორანი იხურება ლოს ანჯელესშიც.
აშშ-ში კოვიდ 19-ის 3 485 შემთხვევაა დაფიქსირებული, დაღუპულია 49 ადამიანია.