„კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო იაპონიამ კიდევ 18 სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს, ქვეყანაში შესვლა დროებით აუკრძალა
იაპონიამ კიდევ 18 სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლა დროებით აუკრძალა.
როგორც „ჯაფან თაიმსი“ წერს, შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობამ მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების მატების გამო მიიღო.
იმ ქვეყნების ნუსხაში, რომელთაც იაპონიაში შესვლა აეკრძალება მოხვდა კუბა, გვატემალა, ალჟირი, სენეგალი, ერაყი, იამაიკა, ლიბანი და საქართველო.
საერთო ჯამში ახლა იაპონიაში შესვლა 129 ქვეყნის მოქალაქესა და ამ ქვეყნებში ბოლო 14 დღის განმავლობაში ნამყოფ პირებს ეკრძალებათ.