„კოვიდ-19“ - ის პანდემიასთან ეფექტურად რეაგირებისთვის, გადაუდებელი დახმარების ცენტრის 140 სპეციალისტი გადამზადდა
„კოვიდ-19“ – ის პანდემიასთან ეფექტურად რეაგირებისთვის, გადაუდებელი დახმარების ცენტრის 140 სპეციალისტი გადამზადდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
სამედიცინო პერსონალმა (ამბულატორიების და სასწრაფო დახმარების ექიმებბა, მედდებმა და მძღოლებმა) სტანდარტული ოპერაციული პროცედურების სპეციალური კურსი გაიარეს, რომლსი დახმარებითაც, ინფექციის გავრცელების პრევენციასა და პირადი უსაფრთხოების დაცვას უკეთ შეძლებენ.
ტრენინგები ევროკავშირის დაფინანსებითა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ორგანიზებით, პროგრამის „სოლიდარობა ჯანმრთელობისთვის“ ფარგლებში ჩატარდა.
ტრენინგებზე გადამზადებული 140 სამედიცინო მუშაკი მიღებულ ინფორმაციას 7 000-ზე მეტ სპეციალისტს, სოფლის ექიმებს, სასწრაფო დახმარების ჯგუფებსა და მედპერსონალს გაუზიარებს.