„კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ეგვიპტეში მაღაზიები და რესტორნები ორი კვირით იხურება
ეგვიპტის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში მომდევნო ორი კვირით მაღაზიები და რესტორნები იხურება.
ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.
ამ პერიოდში ქვეყნის მასშტაბით აკრძალული იქნება საჯარო შეკრებები, ასევე 12 დან 16 მაისის ჩათვლით დაიხურება სანაპიროები.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ეგვიპტეში „კოვიდ-19“-ის 218 803 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 13 591 ადამიანი.