„კოვიდ-19“-ის ახალი შტამ „ომიკრონის“ სავარაუდო შემთხვევა გერმანიაში გამოვლინდა
„კოვიდ-19“-ის ახალი შტამ „ომიკრონის“ სავარაუდო შემთხვევა გერმანიაში გამოვლინდა

„კოვიდ-19“-ის ახალი შტამომიკრონის“ სავარაუდო შემთხვევა გერმანიაში გამოვლინდა.

ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, საეჭვო შემთხვევა გერმანიის დასავლეთ ნაწილში, კერძო ჰესენის მხარეში აღრიცხეს.

როგორც ადგილობრივი მთავრობა ამტკიცებს, „ომიკრონსთვის“ დამახასიათებელი ნიშნები სამხრეთ აფრიკიდან დაბრუნებულ მოგზაურს დაუდასტურდა, რომელიც ამჟამად იზოლირებულია.

როგორც ჰესენში აცხადებენ, ამ ეტაპზე მიმდინარეობს პაციენტისგან აღებული ანალიზების შესწავლა.

თუ პაციენტს ახალი შტამი დაუდასტურდა, ეს იქნება „ომიკრონით“ დაავადების პირველი შემთხვევა გერმანიაში.