„კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების მატების გამო, სამხრეთ კორეაში სოციალური დისტანცირების ზომები მკაცრდება
„კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების მატების გამო, სამხრეთ კორეაში სოციალური დისტანცირების ზომები მკაცრდება. სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ქვეყნის დედაქალაქ სეულში ვირუსის გავრცელების ახალი კერა გაჩნდა.
სამხრეთ კორეის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ცნობით, ქვეყანაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ინფიცირების 315 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე სამხრეთ კორეაში დაინფიცირდა 17 002 პაციენტი, 309 კი გარდაიცვალა.
ახალი რეგულაციებით, აიკრძალა დიდ შეკრებები, დაიკეტა ღამის კლუბები და კარაოკე ბარები. ასევე, აიკრძალა შეკრებები ეკლესიებში.