“ლივერპულის” ფორვარდმა ფილიპე კოუტინიომ განაცხადა, რომ არ სურს კლუბის შეცვლა. ამ ინფორმაციამდე ცოტა ხნით ადრე, გაზეთ Marca-ში დაიწერა, რომ “ბარსელონა” ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას ბრაზილიელ ნახევარმცველში 120 მილიონ ევროს გადაიხდის.
“მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ლიგაში ვთამაშობ. ბედნიერი ვარ, – ამბობს კოუტინიო. – ამ მომენტში, მნიშვნელოვანია ნაკრების საქმეებზე კონცენტრირება. ყოველდღე სულ უფრო მეტად მონდომებით ვმუშაობ, რათა უფრო უკეთესი და მრავალმხრივი მოთამაშე გავხდე”.
როგორც ცნობილია, ზაფხულში “ბარსელონამ” არა ერთხელ სცადა კოუტინიოს შეძენა, მაგრამ “ლივერპულის” ხელმძღვანელობამ 25 წლის ფეხბურთელის გაყიდვაზე უარი თქვა. ბრაზილიელმა ამ სეზონში 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 4 გოლი და 3 შედეგიანი პასი დააგროვა.