კოტე გაბრიჩიძე - რესტორნის მომხმარებლები რეგულაციებს ემორჩილებიან, ხედავენ, რომ შენთან, შენს სახლში ასეთი წესია
კოტე გაბრიჩიძე - რესტორნის მომხმარებლები რეგულაციებს ემორჩილებიან, ხედავენ, რომ შენთან, შენს სახლში ასეთი წესია

ჩვენთან შედარებით, ზოგიერთ ქვეყანაში ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის რეგულაციებია, – ამის შესახებ „რესტორატორთა ასოციაციის“ დამფუძნებელმა, კოტე გაბრიჩიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ჩვენი გაიდლაინი მალტასა და ზოგიერთი ქვეყნის რეგულაციებს რომ შეადაროთ, რომელიც 48 და 72-გვერდიანია, ჩვენთან შედარებით ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის რეგულაციებია. ჩვენ მარტო ოთხი გვერდი გვაქვს. რასაკვირველია, ჩვენთანაც არის გასათვალისწინებელი გარკვეული მომენტები და ვიღაცას შეიძლება, ეს ერთულებოდეს, მაგრამ მერწმუნეთ, ხელში გვჭერია ბევრად უფრო დრაკონული გაიდლაინები“, – განაცხადა გაბრიჩიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, არის თუ არა რეგულაციების აღსრულება რთული მომხმარებლებისთვის და რამდენად იცავენ ისინი წესებს, კოტე გაბრიჩიძემ განაცხადა, რომ მომხმარებლები მასპინძლის თამაშის წესებს ემორჩილებიან.

„რაღაც ძალადობა – არა, არ შევასრულებ, თითქმის არასდროს გვხვდება. უბრალოდ, შეიძლება, ზურგით ხარ და ამ დროს, ვიღაც შემთხვევით შემოვიდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში გასძახებ, ერთი წუთით მოითმინეთ, სიცხე უნდა გაგიზომოთ და პიდბადით უნდა შემოხვიდეთ-თქო და ყველა გემორჩილება, რადგან ის ხედავს, რომ შენთან, შენს სახლში ასეთი წესია. არ გინდა, გადი. ამ შემთხვევაში ყველა თანხმდება რაღაც თამაშის წესს“, – განაცხადა გაბრიჩიძემ.

მისი თქმით, ეს თამაშის წესი შესასრულებელია და სხვა ქვეყნებში შემოღებულ წესებზე უფრო ადვილია.