კოტე ანანიაშვილი - გვიკავშირდება უამრავი მხარდამჭერი, რომელთაც სურთ, პარტია „საქართველოსთვის“ შეუერთდნენ
კოტე ანანიაშვილი - გვიკავშირდება უამრავი მხარდამჭერი, რომელთაც სურთ, პარტია „საქართველოსთვის“ შეუერთდნენ

გვიკავშირდება უამრავი მხარდამჭერი, რომელთაც სურთ, პარტია „საქართველოსთვის“ შეუერთდნენ, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, კოტე ანანიაშვილმა აჭარის რეგიონული ოფისის გახსნაზე განაცხადა.

„მინდა, მოგახსენოთ, რომ ჩვენ გვიკავშირდება უამრავი მხარდამჭერი, რომელიც მოწადინებულია, შეუერთდეს ჩვენს პოლიტიკურ მოძრაობას და უახლოეს პერიოდში ეტაპობრივად გაიხსნება ჩვენი რეგიონული ოფისები ყველა რეგიონში“, – განაცხადა პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა, კოტე ანანიაშვილმა.

პარტია „საქართველოსთვის“ პირველი რეგიონული ოფისი დღეს ბათუმში გაიხსნა. ოფისის გახსნას პარტიის თავმჯდომარე გიორგი გახარია, პარტიის სხვა ლიდერები, წევრები და მხარდამჭერები ესწრებოდნენ.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ოფისის გახსნის შემდგომ პარტიის წევრებმა ასევე განიხილეს პარტია „საქართველოსთვის“ პროგრამული ხედვები, რომლებსაც პარტია ამუშავებს.