კოტე აფხაზის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა დღეიდან ამოქმედდა [ფოტო]
კოტე აფხაზის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა დღეიდან ამოქმედდა.
საპილოტე პროექტის დაწყებასთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერი კახა კალაძე კოტე აფხაზის ქუჩაზე განთავსებულ საინფორმაციო ჯიხურს ეწვია და ზონალურ-საათობრივ პარკირებასთან დაკავშირებით კონსულტაცია მიიღო.
პროექტს ახორციელებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია, რომლის თანამშრომლები ზონალური პარკირების არეალში იმუშავებენ და მძღოლებს კონსულტაციას გაუწევენ როგორც საპარკინგე სივრცეებში, ისე, სწრაფი გადახდის აპარატებთან. გარდა ამისა, გადახდა შესაძლებელია სპეციალური აპლიკაციითაც, რომელიც ნებისმიერი ტიპის სმარტფონზეა მორგებული.
საპარკინგე ზონა დაყოფულია A B და C კატეგორიებად, ამ ეტაპზე კი კოტეაფხაზის ქუჩაზე მხოლოდ A კატეგორიის პარკინგია განთავსებული, სადაც მანქანის პარკირება პირველი 15 წუთი ყველასთვის უფასოა ხოლო შემდეგი ერთი საათის ღირებულება შეადგენს ერთ ლარს.
თბილისის მერის განცხადებით, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ეტაპობრივად, სხვა ქუჩებსა და რაიონებზეც გავრცელდება.