კოსტავას 68-ში მდებარე საქართველოს პირველი არხის შენობა აუქციონზე გაიყიდება
საქართველოს პირველმა არხმა თბილისში, კოსტავას 68-ში მდებარე შენობის გასხვისებაზე აუქციონი გამოაცხადა.
ამ საკითხზე დღეს გაიმართა სამეურვეო საბჭოს სხდომა, სადაც შენობის აუქციონზე გატანის საკითხს ერთხმად დაუჭირეს მხარი.
აუქციონის პირობები განთავსებულია ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე eauction.ge.
აღნიშნული უძრავი ქონების შეძენასთან დაკავშირებით, მსურველებს მოსაფიქრებლად 30-დღიანი ვადა აქვთ.
საქართველოს პირველი არხის მიერ ჩადებულია პირობა, რომ მყიდველი ტერიტორიის განკარგვას პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე ტელევიზიის ახალი შენობის მშენებლობის დასრულების შემდეგ შეძლებს.
ამასთან, 9 ივნისს საქართველოს პირველმა არხმა ახალი შენობის მშენებლობაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა.