კოსტა რიკაში 6.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა
კოსტა რიკაში 6.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა

6.5 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები დაფიქსირდა წყნარი ოკეანის სანაპიროზე, კოსტა რიკაში, დედაქალაქ სან-ხოსეს სიახლოვეს. ინფორმაციას ამერიკის გეოლოგიური კვლევის ცენტრი (USGS) ავრცელებს.

აშშ-ის ამინდის ეროვნული სამსახურის ცნობით, ცუნამის საფრთხე არ ფიქსირდება.

ასევე, არ გავრცელებულა ცნობები დაშავებულების ან ნგრევის შესახებ.​

USGS-ის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი დედაქალაქ სან-ხოსედან 69 კილომეტრის მანძილში იყო. ბიძგები 20 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.