კოსოვოში მოკლული სერბი პოლიტიკოსის ოჯახი მიტროვიცას ტოვებს
კოსოვოში მოკლული სერბი პოლიტიკოსის ოჯახი მიტროვიცას ტოვებს

კოსოვოში მოკლული სერბი პოლიტიკოსის ოჯახი მიტროვიცას ტოვებს. როგორც ბრიტანული “ტელეგრაფი” წერს, ოლივერ ივანოვიჩის ნათესავები საცხოვრებლად ბეგრადში გადადიან.

ამასთან, ოჯახის გადაწყვეტილებით, სერბ პოლიტიკოსს ხვალ ბელგრადში გადაასვენებენ, სადაც მის ნეშტს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.

ოლივერ ივანოვიჩი 16 იანვარს კოსოვოს ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ მიტროვიცაში მოკლეს. სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა მომხდარს ტერაქტი უწოდა, რომელიც სერბი ხალხის წინააღმდეგ იყო მიმართული.