კოსოვოში დაძაბულობის გამო, სერბეთმა შეიარაღებულ ძალებში საბრძოლო მზადყოფნა გამოაცხადა
კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში არსებული დაძაბულობის გამო, სერბეთმა შეიარაღებულ ძალებში საბრძოლო მზადყოფნა გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას სერბეთის თავდაცვის მინისტრი მილოშ ვუჩევიჩი ავრცელებს.
„პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა სერბეთის არმიას უბრძანა, იყოს საბრძოლო მზადყოფნის უმაღლეს დონეზე, ანუ შეიარაღებული ძალების გამოყენების დონეზე“, – განაცხადა სერბეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
თავად სერბეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მიიღებს ყველა ზომას ხალხისა და სერბეთის დასაცავად.
სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ბრატისლავ გაშიჩმა განაცხადა, რომ გასცა ბრძანება სრული საბრძოლო მზადყოფნის შესახებ პოლიციისა და უსაფრთხოების სხვა დანაყოფებისთვის და ისინი დაექვემდებარებიან არმიის შტაბის უფროსის.
26 დეკემბერს კოსოვოს ადმინისტრაციის უშიშროების საბჭო შეიკრიბა და სიტუაციის ბოლო გამწვავებაში სერბეთი დაადანაშაულა. კოსოვოს ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ სერბეთის ხელისუფლება კოსოვოს წინააღმდეგ ყველა არსებული საშუალებით მოქმედებს.