კოსოვოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, კოსოვოში ახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს
კოსოვოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, კოსოვოში ახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს

კოსოვოს საკონსტიტუციო სასამართლოს უპერეცედენტო გადაწყვეტილებით, კოსოვოში ახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

საკონსტიტუციო სასამართლომ არალეგიტიმურად ცნო პრემიერ-მინისტრ ავდულა ჰოთის მთავრობა, რადგან პარლამენტში გამართული კენჭისყრისას გადამწყვეტი აღმოჩნდა კანონმდებლის ხმა, რომელიც შემდგომ კორუფციისთვის გასამართლდა. ამგვარად, აღნიშნული ხმა გაბათილდა.

ივნისში 120-წევრიან პარლამენტში დეპუტატ ეთემ არიფი ეთ-ერთი იყო 61 კანონმდებელს შორის, რომელმაც ჰოთის მთავრობას დაუჭირა მხარი.

სასამართლომ დაადგინა, რომ პარლამენტში მთავრობის დამტკიცების კენჭისყრისას, დეპუტატ ეთემ არიფის ხმა არალეგიტიმური იყო, რადგან კანონმდებელი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა. ამგვარად, მთავრობას პარლამენტის წვრთა ხმების უმრავლესობა არ მოუპოვებია.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ სისხლის სამართლის დანაშაულისთვის ბოლო სამი წლის განმავლობაში გასამართლებული პირი არ შეიძლება იყოს დეპუტატობის კანდიდატი ან მიიღოს მანდატი კოსოვოს ასამბლეაში.

აფირის კორუფციისთვის 1 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა 2019 წლის 20 აგვისტოს მიუსაჯეს. დეპუტატის მანდატი მან 2019 წლის ოქტომბერში მიიღო.