კოსოვოს სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, ქვეყანა მზად არის, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დაჩქარებულ ვადებში გაიაროს
კოსოვოს სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, ქვეყანა მზად არის, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დაჩქარებულ ვადებში გაიაროს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კოსოვო ევროკავშირის გაფართოების სტრატეგიაში სერბეთისგან განცალკევებით მოიხსენიეს.
„ევროკავშირმა დაადასტურა, რომ კოსოვოს საკუთარი ადგილი აქვს და მისი გასავლელი გზა განცალკევებულია სერბეთისგან. ეს ფაქტი ბევრ რაიმეზე მეტყველებს. ჩემი აზრით, ეს კოსოვოს სახელმწიფოებრიობის საერთაშორისო აღიარებაა, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ამის წინააღმდეგია“, – განაცხადა კოსოვოს ევროინტეგრაციის მინისტრმა დურატა ჰოქსამ.
6 თებერვლის გადაწყვეტილების მიხედვით, სერბეთისა და მონტენეგროსთვის ევროკავშირში გაწევრიანების თარიღად 2025 წელი დასახელდა. კონკრეტული ვადა არ დაწესებულა კოსოვოსთვის.
სერბეთი და მონტენეგრო ბლოკში შესასვლელად საჭირო ბოლო ეტაპზე არიან, თუმცა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისრის იოჰანეს ჰანის თქმით, ეს მარტივად შეიძლება შეიცვალოს, თუ სერბეთი კოსოვოს დამოუკიდებლობას არ აღიარებს.