კოსოვოს პრეზიდენტმა ეროვნული არმიის შექმნის კანონთა პაკეტს ხელი მოაწერა
კოსოვოს პრეზიდენტმა ეროვნული არმიის შექმნის კანონთა პაკეტს ხელი მოაწერა. ჰაშიმ ტაჩის ხელმოწერილი დოკუმენტით, კოსოვოს უსაფრთხოების ძალების ეროვნულ არმიად ტრანსფორმაცია მოხდება.
კოსოვოს პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ Facebook-ში დაწერა, რომ არმიის შექმნას ბევრი თაობის მიერ გაღებული მსხვერპლი ითხოვდა. ახალი კანონის მიხედვით, ასევე იქმნება კოსოვოს თავდაცვის სამინისტრო. გეგმის მიხედვით, კოსოვო არმიას ხუთი ათასი ჯარისკაცი და სამი ათასი რეზერვისტი ეყოლება. არმიას ექნება არტილერია, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა, ასევე ბიოლოგიური და ქიმიური დაცვის საშუალებები.
არმიის შექმნის კანონების პაკეტი კოსოვოს პარლამენტმა 14 დეკემბერს დაამტკიცა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სერბეთმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის ჩატარების თხოვნით მიმართა.